პა პე პო
პენ პეტ

პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი

პარტიის ლიდერი ირაკლი ნაცვლიშვილი

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

კონომიკა: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოებსა და ობიექტებზე სახელმწიფო პრიორიტეტი, აგრეთვე მადნეულის მოპოვებასა და გადამუშავებაზეც.

საგარეო პოლიტიკა: ურთიერთ მეგობრული ყველა ქვეყანასთან.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური (შემდეგში უნიტარული)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (ამ პარლამენტის არჩევისა და მისი ვადის გასვლის შემდეგ ძლიერი საპარლამენტო და შესუსტებული საპრეზიდენტო ქვეყანა)

პარტია დაარსდა 1997 წ., პირველი რეგისტრაცია - 1997 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ირაკლი ნაცვლიშვილი, ლევან გვენეტაძე, მერაბ ჭაჭიაშვილი, რევაზ ქარჩხაძე, გურამ შენგელაია, რაჟდენ ჩინჩალაძე და ზურაბ ასიტაშვილი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) - კომიტეტი (აირჩევა 4 წლით) - თავმჯდომარე (ყრილობა კენჭისყრით ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.).

წევრთა რაოდენობა: 12500, აქტიური - 800-850. 5 რეგიონალური და 20 რაიონული ორგანიზაცია

პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან მისმა 4 წლის მუშაობის შედეგების მიხედვით მითუმეტეს, ამ ბოლო წელს, გამოაჩინა მისი დადებითი ელემენტები.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – დავით გადელია.

მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ., მე-7 კვ., მე-10 კორპ., ოთახი 54. ტელ.: 30 74 96.

საკონტაქტო პირი: ირაკლი ნაცვლიშვილი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9