![]() |
![]() | |
პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული
ეკონომიკა: სოციალურად ორიენტირებული, რეგულირებადი თავისუფალი საბაზრო სისტემის ჩამოყალიბება. სტრატეგიული დარგები: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, საგზაო მშენებლობა. ჩვენი მიზანია საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ქართული ეკონომიკის ინვესტირება რეალური კაპიტალის მეშვეობით მოხდეს. ამ საქმეში უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო გარანტიების სისტემა. ამავე საკითხთან გადაჯჭვულია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პრობლემები. მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ეტაპზე მიწის გარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის უფლებები უცხოელებზე არ უნდა შეიზღუდოს.
საგარეო პოლიტიკა: ინტეგრაციული პროცესების შემდგომი გაფორთოება-გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოს ეროვნული ისტორიული გზის გამოკვეთასა და თვითმყოფადობის დაცვის პრობლემებს.
პარტია დაარსდა: 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 19.12. 1998 წ.
დაარსების ინიციატორები: არჩილ ვაშაკიძე, ალეკო ჭონქაძე.
პარტიის ძველი სახელწოდებაა პოლიტიკური ორგანიზაცია „ახალი საქართველო”. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა – თავმჯდომარე – ილია ხუციშვილი (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.). წევრთა რაოდენობა: 35000.
აქვს რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები. ახალგაზრდული ორგანიზაცია: ლიდერი - იოსებ ჭონქაძე.
ბეჭდვითი ორგანო: „ახალი საქართველო XXI საუკუნე”. დაარსდა 1999 წ., გამოდის ქუთაისში.
1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – ილია ხუციშვილი.
მისამართი: თბილისი, შარტავას ქ., 7, მე-5 სართ. ტელ.: 38 87 64; 25 39 49.
საკონტაქტო პირი: ელგუჯა დრიაშვილი.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |