პა პე პო
პოლ

პოლიტიკური გაერთიანება „ქალთა დაცვის კავშირი“ (ქდკ)

პარტიის ლიდერი ნარგიზი გვალია

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

დევიზი: „ძალა ერთობაშია“

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: სოციალური საბაზრო ეკონომიკა. ყველა მოქალაქის მზარდი კეთილდღეობა და მისი სამართლიანი მონაწილეობა სახალხო მეურნეობის შემოსავლებში. კერძო საკუთრების გაბატონება. ეფექტიანი მესაკუთრეების ძლიერი ფენის ჩამოყალიბება. კერძო მეწარმეობის ყოველმხრივი სტიმულირება და განვითარება. აქტიური სამრეწველო პოლიტიკის განხორციელება. განვითარების თანაბარი პირობების შექმნა საკუთრების ყველა ფორმისათვის. თავისუფალი კონკურენცია, მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი, სამუშაო ადგილის თავისუფალი არჩევანი. კონკურენცია რამდენადაც შესაძლებელია, რეგულირება რამდენადაც აუცილებელია.

საგარეო პოლიტიკა: საკუთარი ტერიტორიებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებთან მჭიდრო მრავალმხრივი ურთიერთობა; თანასწორი, მეგობრული ურთიერთკავშირი მოსაზღვრე მეზობელ ქვეყნებთან; მჭიდრო, მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა კავკასიელ ხალხებთან; მეზობელი ქვეყნების აგრესიული პოლიტიკის

(რუსეთის) ნეიტრალიზაცია.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

(საქართველოს უნიტარულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადგილობრივი ასიმეტრია მხოლოდ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახით).

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების მაღალეფექტიანობის, გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებისათვის, რადგან ქვეყნის განვითარების გადამწყვეტი ფაქტორია პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხარისხი. ვმუშაობთ კვალიფიციური პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბების სისტემის სრულყოფისათვის, მათ შორის პრეზიდენტობის ინსტიტუტის სრულყოფისათვის, პრეზიდენტობის კანდიდატების ფონდის საქმიანობის გაფართოებისთვის, კანდიდიტებზე და პრეზიდენტობის ინსტიტუტზე საზოგადოებრივი აზრის მექანიზმის ჩამოყალიბებისათვის ჯანსაღი კონკურენტული ურთიერთობების საფუძველზე).

პარტია დაარსდა - 16.12. 1994 წ., პირველი რეგისტრაცია - 1995 წ. იანვარი, ხელახალი რეგისტრაცია - 20.02. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ნარგიზი გვალია, ლილი ქუფარაშვილი-მუჯირი, გალინა ჩიქოვანი, ელდარ გეწაძე, ნანა ხუნაშვილი, მზია წიქარიშვილი.

პარტია არის საქართველოს ქალთა კავშირის სამართალმემკვიდრე (სახელი შეიცვალა 1995 წ. პირველ ყრილობაზე, რადგან კავშირის წევრები მამაკაცებიც არიან)- ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 3 წელიწადში ერთხელ) - გამგეობა (ირჩევა 3 წლით) – თავმჯდომარე (ნარგიზი გვალია) - კავშირის ადგილობრივი ორგანოები (ირჩევა 3 წლით). წევრთა რაოდენობაა 4000, აქტიური -650. 11 რაიონული ორგანიზაცია.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 0,97%. 1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული -არჩილ სულაძე.

მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. 44. ტელ.: 23 42 48; 39 79 35.

საკონტაქტო პირი: ნარგიზი გვალია – თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9