ნა ნე ნო ნუ
ნარ

ნარგიზი გვალია

დაიბადა ქუთაისში, ინჟინერ-ტექნოლოგი, ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საინჟინრო ეკონომიკური ინსტიტუტის პროფესორი. 1962 წ. დაამთავრა საქართველოს სპი ქიმიისა და კვების ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1962-1976 წ.წ. – რუსთავის ქიმკომბინატი „აზოტი”, ცვლის უფროსი, ინჟინერ-ტექნოლოგი, სამეცნიერო ცენტრის უფროსი. 1976-1978 წ.წ. – რუსთავის პურკომბინატის დირექტორი. 1978-1985 წ.წ. – სამეცნიერო-საპროექტო ინსტიტუტი „ავტომატმრეწვი”, ლაბორატორიის უფროსი. 1985-1987 წ.წ. – საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1978-1990 წ.წ. – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1993 წლიდან დღემდე არის საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროს სამმართველოს უფროსი. 1994 წლიდან არის „ქალთა დაცვის კავშირის” თავმჯდომარე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ზურაბ კერვალიშვილი და 2 შვილი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 75ბ, ბინა 16. ტელ.: 23 42 48; 29 48 77; 38 00 98; მობილური: (899) 51 03 23.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9