თა თე
თეი თემ თენ

თეიმურაზ ბობოხიძე

დაიბადა 1968 წ., თბილისში, ეკონომისტი. 1994 წ. დაამთავრა თსუ კომერციული ფაკულტეტი. 1990-1998 წ.წ. - ქრისტიანული განათლების, თავისუფლებისა და სამართლიანობის აღორძინების საზოგადოება „მამულის“ თავმჯდომარე. 1992-1993 წ.წ. - საქ. სახელმწიფოებრივ-ეროვნული მთლიანობის პარტიის თანათავმჯდომარე. 1993 წლიდან არის პოლიტიკური ორგანიზაცია „მამულის” თავმჯდომარე. 1997-1998 წ.წ. - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშემწყობი ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1998 წ. - მეტეხის საკრებულოს დეპუტატი, ანტიკორუფციული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და საქართველოს სახელმწიფოებრივ-ეროვნული მთლიანობის პარტიის სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და პოლიტიკური ორგანიზაცია „მამულის” პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ნინო ბობოხიძე.

მისამართი: თბილისი, დუმბაძის გამზ., 4ა მ/რ, მე-8 კორპ., ბინა 97. ტელ.: 63 30 63, მობილური: (899) 51 69 91

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9