![]() |
![]() | |
დევიზი: „მთავარი მაინც მამული არის“
პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული
საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: სახელმწიფო, კერძო და შერეული საკუთრება. ვგულისხმობთ ისეთი ეკონომიკური სტრუქტურების შემუშავებას, რომელიც დაეყრდნობა ეროვნულ სამეურნეო ტრადიციებსა და მოწინავე, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას.
საგარეო პოლიტიკა: ურთიერთობის პრინციპად პარტია აღიარებს სახელმწიფო საშინაო საქმეებში ჩაურევლობას, სუვერენიტეტის პატივისცემას, თანასწორუფლებიანობას, ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას, უარყოფთ ტერიტორიული და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელყოფას. საქართველო უნდა გახდეს სამშვიდობო დემოკრატიული ორგანიზაციების წევრი.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: დეცენტრალიზებული უნიტარიზმი (რესპუბლიკური ფორმით მოწყობა. მხარეებს უნდა მიეცთ ეკონომიკური თავისუფლება)
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო
პარტია დაარსდა: 1993 წ., პირველი რეგისტრაცია – 1994 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.
დაარსების ინიციატორები: თეიმურაზ ბობოხიძე, კახაბერ ოქრომჭედლიძე, ზაურ პეტრიაშვილი, ქეთევან ჭაბაშვილი, რამაზ გვარაძე, სპარტაკ ბობოხიძე, გოგი ნარუსლიშვილი, კახაბერ ჩხატარაშვილი.
ორგანიზაციული სტრუქტურა: კონგრესი (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – ცენტრალური გამგეობა (ირჩევა 4 წლით - 5 წევრი: თეიმურაზ ბობოხიძე – თავმჯდომარე, რამაზ გვარაძე – მოადგილე, გოგი ნარუსლიშვილი - საზოგადოებრივი ურთიერთობები, ქეთევან ჭაბაშვილი, კახაბერ ოქრომჭედლიძე) – თავმჯდომარე (კონგრესი ფარული კენჭისყრით ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.) – რაიონების გამგეობები (ირჩევა 4 წლით - 5 წევრი).
წევრთა რაოდენობა: 5376, აქტიური - 1760. აქვს რეგიონალური (ჩამოყალიბების სტადიაში) და რაიონული ორგანიზაციები (თითქმის ყველა რაიონში).
ახალგაზრდული ორგანიზაცია: პოლიტიკური ორგანიზაცია „მამულის” ახალგაზრდული სექცია. დაარსდა 1995 წ.. გაერთიანებულია 1397 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი: ნანა ქადარია. მისამართი: თბილისი, თვალჭრელიძის ქ., 6, ტელ.: 63 75 15; 71 83 83.
1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 0,27%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.
1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: საპრეზიდენტო მმართველობა. დეცენტრალიზებული უნიტარიზმი. სახელმწიფო, კერძო და შერეული საკუთრება. მიწის 50% უნდა გადავიდეს
კერძო საკუთრებაში. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენული, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.
1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.
პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს ნაწილობრივ - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაში.
მისამართი: თბილისი, წრომის ქ., 19. ტელ.: 96 29 34; 63 30 63, 71 83 83.
საკონტაქტო პირი: რამაზ გვარაძე – თავმჯდომარის მოადგილე.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |