იბ ივ იზ ილ იო ირ
იზო

იზოლდა ჭილაძე

დაიბადა 1951 წ., ბაღდათის რაიონში, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1974 წ. დაამთავრა თსუ ეკონომიკის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1978-1985 წ.წ. – თსუ აღრიცხვისა და ანალიზის კათედრა, ასისტენტი. 1986 წლიდან დღემდე – თსუ აღრიცხვისა და ანალიზის კათედრა, დოცენტი. 1987- 1989 წ.წ. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. 1989-1990 წ.წ. – სახალხო ფრონტის გამგეობის წევრი. 1991-1993 წ.წ. – საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის წევრი. 1990-1991 წ.წ. – ქეთევან წამებულის საზოგადოების (არაოფიციალური ორგანიზაციის) თავმჯდომარის მოადგილე. 1999 წ. აირჩიეს ქეთევან წამებულის საზოგადოების თავმჯდომარედ. 1992 და 1995 წ.წ. საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1999 წ. არჩევნებში კენჭს იყრის პარტიული სიით. ჰყავს მეუღლე, ზურაბ თორია და 3 შვილი.

მისამართი: თბილისი, ვარკეთილი-3, მე-4 მ/რ, 414 კორპ., ბინა 196. ტელ.: 79 41 29

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9