დაიბადა 1957 წ. ფასანაურში, იურისტი. 1993წლიდან არისიურისტთა მსოფლიო ასოციაციისწევრი.1998წლიდან არის საქართველოს ეროვნულ და სოციალურურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა: 1981 წ. - თსუ იურიდიული ფაკულტეტი. 1989 წ. - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურა. სამუშაო გამოცდილება: 1981-1992 წ.წ. იყო საქართველოს პროკურატურის სტაჟიორი, გამომძიებელი, განყოფილების პროკურორი, უფროსი პროკურორი, პარტკომის მდივანი, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. 1992 წ. არჩევნებში იყრიდა კენჭს, გახდა პარლამენტის წევრი, 1992- 1995 წ.წ. იყო იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. 1995 წ. არჩევნებში იყრიდა კენჭს, გახდა პარლამენტის წევრი, 1995 წლიდან არის ფრაქცია „ლეიბორისტის“ თავმჯდომარე და პარლამენტის ბიუროს წევრი. იყო კოალიცია „ერთიანი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, პოლიტიკური ორგანიზაცია „სახელმწიფო სამართლებრივი გაერთიანების “ თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე, ბელა ალანია და 2 შვილი.
მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის პლატო, მე-4 მ/რ, 10ბ კორპ., ბინა 76,
ტელ.: 29 35 47