სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს აგრარული პარტია

პარტიის ლიდერი ზაურ ღლონტი

დევიზი: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საქართველოს მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის აღორძინება, მეცნიერულ დონეზე მისი განვითარება, მიწის რეფორმების ეტაპობრივად გატარება, ძირითადად სახელმწიფო საკუთრება, პარალელურად კერძო ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის ხელშეწყობა.

საგარეო პოლიტიკა: მშვიდობიანი თანაარსებობა, თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოებთან. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: საქართველოს ერთ მთლიანობაში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებით.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა:

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 15.04. 1994 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 27.02. 1998 წ.დაარსების ინიციატორები: ზ.ღლონტი, ვ.მეტრეველი, ნ.ქარქაშაძე, ზ.ჩანქსელიანი, ვ.მაღლაკელიძე, ლ.თედიაშვილი, გ.პაპოშვილი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა – პოლიტბიურო (მოიწვევა თვეში ერთხელ, ირჩევა 1 წლით - 7 წევრი) – თავმჯდომარე – ზაურ ღლონტი (ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.).

წევრთა რაოდენობა: 2000, აქტიური - 300. 65 რაიონული ორგანიზაცია.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „მეურნე”. დაარსდა 1994 წ., გამოდის თვეში ორჯერ, ტირაჟი 500. 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, მიიღო ხმების 3%, პარლამენტში ჰყავდა 3 წარმომადგენელი.

1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: სოფლის მეურნეობაში აგრარული საკითხების მეცნიერულ დონეზე განვითარება. საქართველოს მოსახლეობისათვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის ბრძოლა. თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოებთან. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: საქართველო ერთ მთლიანობაში.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს. პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან: 1. მიღებულია საქართველოს კონსტიტუცია 2. გვაქვს ეროვნული ვალიუტა 3. საქართველოში თანდათან უმჯობესდება სტაბილიზაციის პროცესი და ეკონომიკური მდგომარეობა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – ლევან თედიაშვილი. რწმუნებული - ვაჟა მაღლაკელიძე.

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ., 29. ტელ.: 99 53 14; ფაქსი: 99 55 68.

საკონტაქტო პირი: ვაჟა მაღლაკელიძე – გენერალური მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9