სა სე სრ
სერ

სერგო რუხაძე

დაიბადა 1931 წ., სამტრედიის რ- ნის სოფ. დიდ ჯიხაიშში, აგროეკონომისტი, პროფესორი. 1953 წ. დაამთავრა საქ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1966-1975 წ.წ. - სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი, გან ყოფილების გამგე. 1975-1981 წ.წ. - სახელმწიფო საგეგმო კომიტეტი, განყოფილების უფროსი. 1981-1985 წ.წ. - სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე. 1992 წ. - სახელმწიფო საბჭო, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 1990 წ. აირჩიეს საქართველოს აგრარულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, შემდგომ - თავმჯდომარედ. 1992 წ. კენჭს იყრიდა ბლოკის „მშვიდობა” პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1995 წ.წ. იყო ფრაქცია „უმრავლესობის” წევრი და ეკონომიკის კომისიის წევრი. 1995 წ. კენჭს იყრიდა საქართველოს აგრარული კავშირის პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ჯენეტი რუხაძე და 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, საბურთალოს ქ., 44, ბინა 28. ტელ.: 38 35 31

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9