![]() |
![]() | |
პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია
დევიზი: „სიმართლე ყველგან და ყოველთვის!“
პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის
საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: მცირე ბიზნესი და ადგილობრივი წარმოების განვითარება.
საგარეო პოლიტიკა: სახელმწიფო ნეიტრალიტეტის დაცვა და მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთი-ერთობა როგორც ახლო, ასევე შორეული საზღვარ-გარეთის ქვეყნებთან. ევროპისაკენ და ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული - ასიმეტრიული რეგიონალიზმი
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: კონსტიტუციური მონარქია
პარტია 1993 წლიდან არის მსოფლიოს ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის პოლიტიკური საბჭოს წევრი.
პარტია დაარსდა: 1917 წ., პირველი რეგისტრაცია - 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998წ.
დაარსების ინიციატორები: სპირიდონ კედია, რეზო გაბაშვილი, გიორგი გვაზავა, დათა ვაჩნაძე.
აღდგენის ინიციატორები (1981 წ.): გიორგი ჭანტურია, ირაკლი ქადაგიშვილი და სხვ.
ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) - მთავარი კომიტეტი (ირჩევა 2 წლით - 21 წევრი: ირინა სარიშვილი-ჭანტურია - თავმჯდომარე, გელა კვაჭანტირაძე - პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ქადაგიშვილი - საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, უტა ლიპარტია - აღმასრულებელი მდივანი, რეზო საყვარელიძე - თავმჯდომარის მოადგილე და სხვ.) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) - პრეზიდიუმი (ირჩევა 2 წლით - 7 წევრი).
წევრთა რაოდენობა: 10000, აქტიური - 4500. 11 რეგიონალური და 64 რაიონული ორგანიზაცია. ახალგაზრდული ორგანიზაცია: ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატი (აედ), დაარსდა 1993 წ., გაერთიანებულია 3000 წევრი, არის იურიდიული პირი, ლიდერი: ჯაბა სამუშია. მი-სამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ., 21, ტელ.: 98 31 87, ფაქსი: 98 31 88, E-mail: yndgeorgia@hotmail.com
ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „ქართული ქრონიკა “, დაარსდა 1988 წ., გამოდის კვირაში ერთხელ, ტირაჟი - 500. ჟურნალი „მოამბე“, 1987 წ., გამოდის კვარტალში ერთხელ, ტირაჟი - 500.
1992 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 22%. პარლამენტში ჰყავდა 14 წარმომადგენელი: 11 პარტიული სიით, 3 მაჟორიტარი. 1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: სვლა დემოკრატიისაკენ.
1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმე-ბის 7,97%. ჰყავდა 12 წარმომადგენელი პარლამენტში: 10 პარტიული სიით, 2 მაჟორიტარი.
1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: წარმოდგენილი ჰქონდა კომპლექსური წინასაარჩევნო პროგრამა.
1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად.
1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არ უჭერდა არცერთ კანდიდიატს. პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს საშინაო პოლიტიკაში, ხოლო საგარეო პოლიტიკაში - ნაწილობრივ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი - ირინა სარიშვილი-ჭანტურია, რწმუნებული - დავით შუკაკიძე.
1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, მიწაზე კერძო საკუთრება. 2. დასავლური ორიენტაცია 3. უნიტარული ასიმეტრიული რეგიონალიზმი 4. კონსტიტუციური მონარქია 5. კულტურული ავტონომია.
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ., 21,
ტელ.: 8 35 36, 98 88 12, 98 31 88, ფაქსი: 98 31 88, 93 19 78, E-mail: ndpfc@parliament.ge
საკონტაქტო პირი: ირაკლი ქადაგიშვილი - საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |