![]() |
![]() | |
პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული
საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: თავისუფალი მეწარმეობისათვის, კომერციული საქმიანობის განვითარებისათვის აუცილებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი პირობების შექმნა. მიწაზე კერძო და სახელმწიფო საკუთრება.
საგარეო პოლიტიკა: ლოიალური, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო
პარტია დაარსდა - 1992 წ. ხელახალი რეგისტრაცია - 1996 წ.
დაარსების ინიციატორები: საზოგადოებრივი ორგანიზაციები: კოოპერატორთა, მშენებელთა, არენდატორთა, საქართველოს ეკლნომიკური აღორძინების კავშირი, პიროვნებები. პარტია არის საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ლიგის სამართალმემკვიდრე.
ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – კომიტეტი (აირჩევა 4 წლით - 21 წევრი) – თავმჯდომარე - ნუგზარ კობერიძე (აირჩევა 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1992 წ.). წევრთა რაოდენობა: 10 000, აქტიური - 200. 1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა ბლოკში „მშვიდობა”, პარლამენტში ჰყავდა 2 წარმომადგენელი.
1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა ელექტორატის, მეწარმეთა „ოქროს ფონდის” რესპუბლიკიდან მიგრაციის გამო.
პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს. მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ., 19.
ტელ.: 37 66 51.
საკონტაქტო პირი: ნუგზარ კობერიძე - პარტიის თავმჯდომარე
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |