მა მე მი მო
მირ მიხ

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

დაიბადა 1958 წ., თბილისში, ინჟინერმშენებელი, ხელოვნებათმცოდნე; დოცენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაამთავრა: 1980 წ. - სპი სამშენებლო ფაკულტეტი, 1989 წ. - თსუ ხელოვნებათმცოდნეობა, სამუშაო გამოცდილება: 1983-1988 წწ. - სპი ლითონის კონსტრუქციების კათედრის ასისტენტი. 1991-1993 წწ. - სპი სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე. 1989-1991 წწ. - სამოქალაქო თავდაცვის კათედრის დოცენტი. 1991 წლიდან დღემდე - თბილისის საბურთალოს რაიონის საკრებულოს მდივანი. 1988-1989 წწ. - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი. 1989-1990 წწ. - საქართველოს სახალხო ფრონტის დარბაზის წევრი. 1990-1992 წწ. - ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირის (მრგვალი მაგიდის წევრი) გამგეობის წევრი. 1992 წლიდან - სამართლიანობის აღდგენის კავშირის „ხმა ერისა” დარბაზის თავმჯდომარე. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით ბლოკიდან „ზვიადის გზა – ხმა ერისა”, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ნანა სალუაშვილი და 2 შვილი.

მისამართი: მუხიანი, I მ/რ II კორპ. ბ. 95. ტელ.: 63 63 36

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9