სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

სამართლიანობის აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“ („ხმა ერისა“)

პარტიის ლიდერი მიხეილ (გელა) სალუაშვილი

დევიზი: „ხმა ღვთისა, ხმა ერისა“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ქართული ცხოვრების წესის დანერგვა – დღევანდელ დღეში არსებული საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს ქართული ცხოვრების წესის დამახინჯებულ ვარიანტს

საგარეო პოლიტიკა: საქართველო უნდა იყოს აქტიური ნეიტრალიტეტის პოზიციაზე, ანუ საქართველო უნდა გახდეს კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფო სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო (საქართველო ოდითგანვე წარმოადგენდა

სამხარეო პრინციპებზე დაფუძნებულ უნიტარულ სახელმწიფოს)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: პარტიის და ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს თეოკრატიის პრინციპების დამკვიდრებას, რაც ითვალისწინებს ღმერთის მიერ მმართველობას, ანუ მეორედ მოსვლის შემდეგ უფალ იესო ქრისტეს მეუფების დამყარებას

პარტია დაარსდა 1992 წ., პირველი რეგისტრაცია – 02.04. 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 27.02.1998 წ.

დაარსების ინიციატორები: მ. სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, სულიკო ფალავანდიშვილი, თემურ გოქსაძე, თამარ ლობჟანიძე, კობა მახაური.

ორგანიზაციული სტრუქტურა: სათათბირო (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – დარბაზი (ირჩევა 4 წლით - 9 წევრი: მიხეილ (გელა) სალუაშვილი - დარბაზის თავმჯდომარე, ბეჟან შერგელაშვილი, სულიკო ფალავანდიშვილი, ვაჟა მამრიკიშვილი - თანათავმჯდომარეები, თამარ ლობჟანიძე - პასუხისმგებელი მდივანი, როსტომ კუტალია - ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარე, კობა მახაური - 300 არაგველის ფრაქციის თავმჯდომარე, ოთარ გოცირიძე - ფრაქცია „ვაჟა-ფშაველას საზოგადოების” თავმჯდომარე), - თავმჯდომარე (სათათბირო ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.)

წევრთა რაოდენობა: 1334, აქტიურია – 1334. 9 რეგიონალური და 52 რაიონური ორგანიზაცია.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „არჩევანი”, დაარსდა 1993 წ., გამოდის თვეში ერთხელ, ტირაჟი: 1000-1500, ფასი: 50 თეთრი. გაზეთი „ზვიადის გზა”, დაარსდა 1996 წ., გამოდის თვეში ერთხელ, ტირაჟი: 1000-1500, ფასი: 50 თეთრი.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო 71095 ხმა, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1992 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: საქართველოში დარღვეული სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრება.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „ზვიადის გზა - ხმა ერისა“ (საქართველოს განახლების პარტიასთან ერთად), მიიღო ხმების 1,2%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: საქართველოში დარღვეული სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრება, ქვეყანაში ქართული ცხოვრების წესის აღდგენა.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არავის უჭერდა.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან დღევანდელი ხელისუფლება გახლავთ სამართალმემკვიდრე საქართველოში ძალადობის გზით მოსული სამხედრო საბჭოსი, ამდენად მათი იურიდიული არსებობა არის უკანონო. ჩვენი მიზანი კი ქვეყანაში დარღვეული კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრებაა.

მისამართი: თბილისი, ჩიტაიას ქ., 39. ტელ.: 95 62 31.

საკონტაქტო პირი: მიხეილ (გელა) სალუაშვილი -დარბაზის თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9