იბ ივ იზ ილ იო ირ
ივა ივლ

ივანე გიგოშვილი

დაიბადა 1936 წ., თბილისში, ეკონომისტი. 1959 წ. დაამთავრა სასოფლო-სამეურნე ინსტიტუტის აგრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1959-1960 წ.წ. – ზოოტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორანტი. 1960-1967 წ.წ. – სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ მუშაკი. 1967-1969 წ.წ. – საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1969-1971 წ.წ. – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკონომიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1971 წლიდან დღემდე - თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი, დეკანის მოადგილე. 1995 წ. აირჩიეს ეკონომისტთა კავშირის თავმჯდომარედ. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ნუნუ დოლიძე და 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ., მე-5 კვ., მე-4 კორპ., ბინა 89. ტელ.: 30 93 68

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9