სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ეკონომისტთა კავშირი (სეკ)

პარტიის ლიდერი ივანე გიგოშვილი

დევიზი: „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე კარგი შემფასებელი საქართველოში მცხოვრები თითოეული ოჯახია“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საქართველოს მოსახლეობის უფლებების განსაზღვრა იმპერიის მსხვრევის შედეგად მიღებულ ქონებაზე. პარტიამ აღიარა ვაუჩერების ფიქტიურობა და პრივატიზაციის პროცესის ნომენკლატურული მიმდინარეობის სავალალო პრეცედენტი. უკვე ათი წელია ჩვენი პარტია მოუწოდებს საზოგადოებას ჯერ წარმოების, შემდეგ მეწარმეობის და მხოლოდ ამის შემდეგ საბანკო მშენებლობის ნიურნეო უანსებზე.

საგარეო პოლიტიკა: პარიტეტული, კეთილმეზობლური დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნების მიმართ. საკუთარი სამხედრო პოტენციალის ატანა აუცილებელ დონემდე. დიდი სიფხიზლე ვალებისადმი, ინვესტიციების მიზნობრივად გამოყენება. რეალური ზრუნვა ეროვნული ეკონომიკის აღზევებისათვის.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (ჩვენი წინაპრები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, უგვირგვინო მეფე დიდი ილია, ყველა ერთიანი მძლავრი სახელმწიფოს მომხრე იყვნენ).

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (საპრეზიდენტო მმართველობა შეზღუდული უფლებებით სიცოცხლისუნარიანი პარლამენტის ნების აქტიური გამოხატულებაა).

პარტია დაარსდა - 21.06. 1993. წ., პირველი რეგისტრაცია - 29.06. 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 27.02. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ი. გიგოშვილი, ო. საღარეიშვილი, ო. ჩადუნელი, ბ. გაბიძაშვილი, ჰ. ყარაშვილი, თ. ჭიაბრიშვილი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 5 წელიწადში ერთხელ) - გამგეობა (ირჩევა 5 წლით - 19 წევრი: ივანე გიგოშვილი, ოთარ საღარეიშვილი, თენგიზ ჭიაბრიშვილი, ბიკენტი გაბიძაშვილი, ზურაბ გალდავა, ჰენრი ყარაშვილი, იუზა აბესაძე, ეთერ ხარაიშვილი, ომარ ჩადუნელი, ვაჟა ჩქარეული, რევაზ გველესიანი, ფრიდონ ბურდული, ომარ არაგველი, ჯემალ ხარიტონაშვილი, გუგა ბიბილური, უშანგი ბილანიშვილი, ხათუნა ანთიძე, თემურ მიმინოშვილი, ნინო ოხანაშვილი) - თავმჯდომარე - ივანე გიგოშვილი (ირჩევენ 5 წლით, ბოლოს აირჩიეს 1995 წ) - საექპერტო ჯგუფი, სარევიზიო კომისია (ირჩევა 5 წლით - 7 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 3200, აქტიური - 40.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „არჩევნები“, მიიღო ხმების დაბალი პროცენტი.

1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: პრივატიზაციის ობიექტურად ჩატარება. 1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ჯუმბერ პატიაშვილს.

პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ნაწილობრივ უჭერს მხარს ეკონომიკური პოლიტიკის გამო.

მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ., მე-5 კვარტ., მე-4 კორპ., ბინა 89. ტელ.: 30 33 68; 30 30 08.

საკონტაქტო პირი: ივანე გიგოშვილი – თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9