სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ეროვნული პარტია (სეპ)

პარტიის ლიდერი კონსტანტინე გუგულაშვილი

დევიზი: „აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: კერძო საკუთრებაზე დამყარებული თავისუფალი მეწარმეობა. სამეურნეო ცხოვრების მაქსიმალური პრივატიზაცია. მიწაზე კერძო საკუთრების პრინციპის განხორციელება. საბაზრო ეკონომიკის ხისტ პრინციპებს

დაქვემდებარებული სოციალური პოლიტიკა. კერძო ინიციატივაზე მიმართული საგადასახადო პოლიტიკა. ახალი ეკონომიკური კავშირების დამყარება.

საგარეო პოლიტიკა: საქართველოს გამოსვლა რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული სივრციდან და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (სეპ-ს მიაჩნია, რომ სუვერენიტეტის გადანაწილება რამდენიმე სუბიექტზე დამღუპველი იქნება სახელმწიფოსათვის. ამასთან ერთად სეპ-ი მხარს უჭერს ხელისუფლების დეცენტრალიზაციას თვითმმართველობის განვითარების მეშვეობით.)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო (ხელისუფლების ერთი ადამიანის ხელში ჩაგდება უარყოფით შედეგებს იძლევა. ეს უახლესმა მოვლენებმაც დაადასტურა. კონსტიტუციური მონარქიისათვის საქართველო მზად არ არის. სეპი მხარს უჭერს ქვეყნის გუნდურმართვას ამიტომ მისი სიმპტომები საპარლამენტო სისტემისაკენ იხრება)

პარტია დაარსდა -1993 წ., პირველი რეგისტრაცია -1994 წ. ხელახალი რეგისტრაცია -1998 წ. დაარსების ინიციატორები: კ. გუგულაშვილი, მ. ღოღაძე, ლ. მესხი, მ. აღნიაშვილი, კ. კომახიძე, გ. გოგბაიძე, პ. თავზარაშვილი, მ. მიქაბერიძე, თ. ცანკაშვილი, მ. ბარათაშვილი. პარტია არის „წმიდა ილია მართლის” საზოგადოების (ეროვნული კონგრესის ფრთა) სამართალმემკვიდრე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) -მთავარი საბჭო (ირჩევა 4 წლით -7 წევრი: კონსტანტინე გუგულაშვილი -თავმჯდომარე, გრიგოლ გოგოლაძე -თავმჯდომარის მოადგილე, ალექსი სამსონაძე, მურმან მიქაბერიძე, თამაზ დუნდუა, ვალერი მეგრელაძე, ოლეგ თედორაძე) -თავმჯდომარე (მთავარი საბჭო ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.).

წევრთა რაოდენობა -1300, აქტიური -130. 5 რეგიონალური და 12 რაიონული ორგანიზაცია.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა აკაკი ბაქრაძეს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება, ეს კი უმრავლეს შემთხვევაში ხდება ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე. მისამართი: თბილისი, ნ. ჩხეიძის 2.

ტელ: 96 64 25.

საკონტაქტო პირი: კონსტანტინე გუგულაშვილი -პარტიის თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9