![]() |
![]() | |
პარტია დევიზი: „ენა, მამული, სარწმუნოება“
პოლიტიკური მიმართულება: ულტრა მემარჯვენე
საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: 1. საგადასახადო სისტემის ლიბერიალიზაცია; 2. უკანონო პრივატიზაციის აღმოფხვრა; 3. ჩრდილოვანი ეკონომიკის შეზღუდვა და თანდათან მოსპობა; 4. ეროვნული ბაზრის დაცვა საბაჟო სამსახურში კორუფციის მოსპობის გზით.
საგარეო პოლიტიკა: 1. საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანილ უნდა იქნას უცხო ქვეყნის ჯარები; 2. საქართველო უნდა დაადგეს აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის გზას; 3. უნდა გაღრმავდეს საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებთან საქართველოს გეო-სტრატეგიული მდგომარეობის განვითარების გზით; 4. ყველა ქვეყანასთან და ყველა დონის ურთიერთობებში საქართველოს უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული ეროვნული რელიეფი.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: კონსტიტუციური მონარქია
პარტია დაარსდა 05.07. 1999 წ., პირველი რეგისტრაცია – 16.07. 1999 წ.
დაარსების ინიციატორები: დავით ხომასურიძე, პაატა ნაზარიშვილი, კახა ფუტკარაძე.
ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა წელიწადში ერთხელ) – საწინამძღვრო (ირჩევა 4 წლით - 7 წევრი: ტარიელ ბოსტოღანაშვილი, დავით ბეკოშვილი - საწინამძღვროს თავმჯდომარის მოადგილეები, პაატა ნაზარაშვილი, ბადრი გეღენიძე, ბებური პაიჭაძე, ქეთი წიკლაური, გიორგი გაბაშვილი) – თავმჯდომარე - დავით ხომასურიძე (ყრილობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.)
წევრთა რაოდენობა: 7000, აქტიური – 4000. 3 რეგიონალური ორგანიზაცია (დანარჩენი ჩამოყალიბების სტადიაშია), რაიონური ორგანიზაციები ჩამოყალიბების სტადიაშია.
ბეჭდვითი ორგანო: „ეროვნულ-ქრისტიანი“, ჩამოყალიბების სტადიაშია.
პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს კორუმპირებულობის, ეროვნული ინტერესების დათრგუნვისა და კაპიტულანტური პოლიტიკის გამო.
მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ., 103, 3/7. ტელ.: 72 50 40.
საკონტაქტო პირი: დავით ხომასურიძე -პარტიის თავმჯდომარე.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |