კა კო
კარ კახ

კარლო თაბუკაშვილი

დაიბადა 1925 წ., თბილისში, ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. 1948 წ. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1994 წლიდან არის საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი. სამუშაო გამოცდილება: 1951-1952 წ.წ. – საპროექტო ინსტიტუტი „კავტრანსპროექტი”, ინჟინერ-დამპროექტებელი. 1952-1972 წ.წ. – საქ. ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1972-1990 წ.წ. – საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტი, დოცენტი. 1990-1997 წ.წ. – საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 1990 წლდან დღემდე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი. 1997 წ. აირჩიეს საქართველოს ინტელიგენციის კავშირის თავ- მჯდომარედ. ჰყავს მეუღლე, ნანა ჭონქაძე და 1 შვილი.

მისამართი: თბილისი, ტ. ტაბიძის ქ., 41. ტელ.: 22 69 93

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9