სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია

პარტიის ლიდერი თემურ ჟორჟოლიანი

დევიზი: „ღმერთი, მამული, მეფე“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: კერძო საკუთრება. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ანტიკორუფციული მექანიზმის ამუშავება, ადგილობრივი წარმოებებისადმი პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება, ეროვნული პროდუქციის ზომიერი დაბეგრვა, საშუალო ფენის ჩამოყალიბება, საქართველოს უცხოური პროდუქციის გამსაღებელი ბაზრიდან მძლავრ ექსპორტიორად ქცევა.

საგარეო პოლიტიკა: დასავლური ორიენტაცია, დასავლეთის ცივილიზებულ ქვეძნებთან, განსაკუთრებით მონარქისტულ სახელმწიფოებთან შემდგომი დაახლოება, კონტაქტების გამყარება და პერსპექტივაში საქართველოს ევროკავშირში და ნატოშიგაერთიანება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური (საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე არამიზანშეწონილად მიგვაჩნია ქვეყნის ფედერალური მოწყობა).

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: კონსტიტუციური მონარქია

პარტია 1991 წ. არის „ლონდონის კონსერვატიული პოლიტიკური ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების“ წევრი.

პარტია დაარსდა - 1989 წ., პირველი რეგისტრაცია - 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: თემურ ჟორჟოლიანი, ანდრო ჭელიძე, ი.ფავლენიშვილი, მ.მაყაშვილი, გ.ხონელიძე და სხვ.

პარტია არის საქართველოს მონარქისტული (კონსერვატიული) პარტიის სამართალმემკვიდრე. ორგანიზაციული სტრუქტურა: დიდი დარბაზი - მთავარი საბჭო (ირჩევა 2 წლით - 90 წევრი: თემურ ჟორჟოლიანი - თავმჯდომარე, გიორგი ნასიძე - აღმასრულებელი მდივანი, დალი წერეთელი აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, გოჩა ცუცქირიძე - აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, მიხეილ დუმბაძე - საორგანიზაციო სამსახურის უფროსი, ნუგზარ მესხი - თბილისის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი, რამაზ სუხიტაშვილი - საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე) - თავმჯდომარე (დიდი დარბაზი ირჩევს 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) -პარტიის საორგანიზაციო სამსახური (87 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 37000, აქტიური -30249.8 რეგიონალური და 52 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: ახალგაზრდული სამეფო კლუბი, დაარსდა 1998 წ., აქვს რეგიონალური ორგანიზაციები, გაერთიანებულია 486 წევრი, არ არის იურიდიული პირი. ლიდერი - პაატა ჟორჟოლიანი. მისამართი: თბილისი, ერეკლეს მოედანი, 3. ტელ.: 92 31 22; 92 35 19; ფაქსი: 92 35 19; E-mail: monparty@geo.net.ge

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „ძლევაი” (დროებით შეჩერებულია). დაფუძნდა 1989 წ.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, რადგან ფუნქციონირებდა საბჭოური საარჩევნო კანონი და პოლიტიკურ ფონს ქმნიდა საბჭოური მენტალიტეტი.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „მშვიდობა”, ბლოკმა მიიღო ხმების 40%.

პარლამენტში პარტიას ჰყავდა 12 წარმომადგენელი: 9 პარტიული სიით, 3 მაჟორიტარი. 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 3,5%, არ ჰყავდა წარმომადგენელი პარლამენტში.

1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: გადასვლა საპარლამენტო მმართველობაზე და შემდგომში კონსტიტუციური მონარქიის დამყარება.

1991 წ. და 1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არ უჭერდა არცერთ კანდიდატს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან იგი ვერ მართავს ქვეყანას: დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა, შექმნილია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ილახება ადამიანთა უფლებები, ბატონობს კორუფცია, რაც ქვეყნის მომავალს რეალურ საფრთხეს უქმნის, უშლის რა მის ძლიერ, სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული - დალი წერეთელი.

მისამართი: თბილისი, ერეკლეს მოედანი, 3. ტელ.: 92 31 22; 92 35 19; ფაქსი: 92 35 19;

E-mail:monparty@geo.net.ge

საკონტაქტო პირი: კირა კიწმარიშვილი -პრეს-მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9