დაიბადა ჭიათურაში, ინჟინერ-მექანიზატორი. 1978 წ. დაამთავრა სახ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1971-1972 წ.წ. – ჭიათურის რ-ნის სოფ. ვაჭევი, მექანიზატორი. შემდეგ: „საქსახკომსოფლტექნიკა”, უფროსი დისპეჩერი. საქ. სოფლის მეურნეობის წარმოების სახელმწიფო უზრუნველყოფის კომიტეტი, მთავარი ინჟინერი. საქ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამმართველოს უფროსი. საქ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, მთავარი სპეციალისტი. 1989-1995 წ.წ. იყო მიწათმოქმედთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. 1995 წ. აირჩიეს საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვის პარტიის თავმჯდომარედ. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, ვერ გახდა პარლამენტის წევრი.. ჰყავს მეუღლე, ასმათ მაჭავარია და 7 შვილი.
მისამართი: თბილისი, ალ.ჭავჭავაძის ქ., 12, ტელ.: 92 22 52