სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვის პარტია (სმსდპ)

პარტიის ლიდერი ბადრი ცერცვაძე

დევიზი: „არცერთი სოციალურად დაუცველი“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: თავისუფალი შერეული ეკონომიკური სისტემის პრინციპებითა და მეთოდებით (დისკრიფციული და ნორმატიული ეკონომიკის მეშვეობით) საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

საგარეო პოლიტიკა: პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ვითარდება თავისუფალი და შერეული ეკონომიკური სისტემის მეშვეობით. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო,

საპარლამენტო (ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა, სრულფასოვანი ფართო უფლებების მქონე პარლამენტი, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი)

პარტია დაარსდა 1995 წ., პირველი რეგისტრაცია – 20.04. 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 27.08. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ბ. მელაძე, ლ. ნადირაშვილი, ა. მაჭავარიანი, ბ. ცერცვაძე, ჯ. ონიანი, ი. კობახიძე, გ. ბიწაძე, ა. კაპანაძე, გ. სარალიძე, ა. ყელოშვილი, ზ. რობაქიძე. (პარტია დაარსდა საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისაგან, რომელშიდაც გაერთიანდნენ ძირითადად ქართველი მოსახლეობა).

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 4 წლით - 21 წევრი: ბადრი ცერცვაძე – თავმჯდომარე, ირაკლი ბრეგვაძე – ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლეილა ნადირაშვილი – საბჭოს წევრი, ზაურ მგალობლიშვილი – იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ამირანაშვილი – ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, კახა თანანაშვილი – საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი, ანდრო ყელოშვილი – კორუფციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე) – თავმჯდომარე (ყრილობა ღია კენჭისყრით ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1995 წ.). წევრთა რაოდენობა: 32604, აქტიური - 144. 4 რეგიონალური ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. დაარსდა 17.01. 1996 წ. გაერთიანებულია 1325 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი: ირაკლი ბრეგვაძე. მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ., 18. ბეჭდვითი ორგანო: „ხსნა”. დაარსდა 26.05. 1998 წ., ტირაჟი: 500, უფასო.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1,6%, პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.

1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: თავისუფალი და შერეული ეკონომიკური სისტემის მეშვეობით, დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობდა იმის გამო, რომ საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობა (თვითმმართველობის ორგანოები) არ იყო შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს. პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან ძირითადი საკანონმდებლო ბაზა გამომდინარეობს თავისუფალი და შერეული ეკონომიკური სისტემის მეთოდებისა და პრინციპებიდან.

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ., 18

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9