გა გე გი გო გუ
გიო

გიორგი ციციშვილი

დაიბადა 1921 წ., თბილისში, ფილოლოგი, აკადემიკოსი. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1941 წ. უნივერსიტეტიდან გაიწვიეს არმიის რიგებში, სწავლობდა ბაქოს საზენიტო-საარტილერიო სასწავლებელში, მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. იბრძოლა მოსკოვის, ლენინგრადის, ჩრდილო-დასავლეთის, კარელიის, ჩრდილოეთის ფრონტებზე. სამამულო ომი დაამთავრა პოდპოლკოვნიკის წოდებით, 1947 წ. დემობილიზებულ იქნა. 1953 წ. დაამთავრა საქ. მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა, 1963 წ. - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის დოქტურანტურა. წლების განმავლობაში მუშაობდა მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ. 1989 წ. აირჩიეს ომის ვეტერანთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, 1992 წ. - თავმჯდომარედ, 1997 წლიდან - ომის ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. იყო სკკპ წევრი. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის პირველი ხარისხის ორი ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორი ორდენით. 1999 წ. აირჩიეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა პარტიის თავმჯდომარედ.
Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9