![]() |
![]() | |
პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული
საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: საქართველომ უნდა იაროს თავისუფალი ეკონომიკის განვითარების გზით. უცხოური ინვესტიციების რაციონალური გამოყენებით გაჩერებული საწარმოების ამოქმედება. პარტია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების აუცილებლობაზე.
საგარეო პოლიტიკა: საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციაზე. ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ. მიგვაჩნია, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო
პარტია დაარსდა 1999 წ.დაარსების ინიციატორები: გიორგი ციციშვილი, ჯემალ გორდელაძე.
ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – კომიტეტი (ირჩევა 4 წლით -75 წევრი: გიორგი ციციშვილი – თავმჯდომარე) -თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.) -მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმი (ირჩევა 4 წლით – 21 წევრი).
წევრთა რაოდენობა: 55000.აქვს რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები
ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „ვეტერანი”. დაარსდა 1999 წ., გამოდის თვეში ორჯერ, ტირაჟი 5000.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი - ჰამლეტ გეგენავა, პარტიის წევრი აღმასრულებელ ხელისუფლებაში: გიორგი ციციშვილი -ომის ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რ-ნი, ზედაზენის ქ., 4. ტელ.: 69 94 00; 69 91 09.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |