სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს პროგრესისტული პარტია (სპპ)

პარტიის ლიდერი ვაჟა ჟღენტი

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე

დევიზი: პროგრესი და დემოკრატია, რაც ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ეკონომიკა სახელმწიფო რელსებზე მდგარი. კერძოდ, გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური რეფორმები ასე გვესახება: არსებულის არა რევოლუციური ცვლილებები, არამედ – ევოლუციური; არსებულის არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია. მოკლედ: ეკონომიკა იმგვარ საზოგადოებრივ ფორმაციაზე დაფუძნებული, რომელიც რეალობასა და ტრადიციებს შეესაბამება.

საგარეო პოლიტიკა: ნეიტრალიტეტის მოპოვება. იმ სახელმწიფოებისაგან დახმარების მიღება, რომლებიც ამ დიდ საქმეში დაგვეხმარება. საერთო კავკასიური “სახლის” აშენება. მეგობრული ურთიერთობის დამყარება მეზობელ სახელმწიფოებთან.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო, ფედერალური (გარდამავალ პერიოდში აუცილებელია სამხარეო მოწყობა. ეს ერთდროულად ორ ამოცანას შეასრულებს: 1. მხარეებს საშუალება მიეცემათ თვითმმართველობა განავითარონ; 2. თვითმმართველობის პირობებში არ მოწყდნენ ცენტრალურ მმართველობას)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო, საპარლამენტო (აქაც, გარდამავალ პერიოდში სირთულეებს გამოიწვევს სუფთა საპრეზიდენტო ან საპარლამენტო სისტემები, კარგი იქნება ამ ორი მმართველობის ფორმის ურთიერთჰარმონიული შერწყმა)

პარტია დაარსდა 1995 წ., პირველი რეგისტრაცია – 1995 წ. აპრილი, ხელახალი რეგისტრაცია – 1999 წ. თებერვალი.

დაარსების ინიციატორები: ვაჟა ჟღენტი, იულონ ტულიაშვილი, თამაზ ქუთელია, გურამ ლობჟანიძე, ნათელა ხომერიკი.

პარტია მემკვიდრეა საბჭოურ პერიოდში, 60-იანი წლების ბოლოს ვაჟა ჟღენტის ინიციატივით დაარსებული იატაკქვეშა ორგანიზაციისა „ეროვნული თვითშეგნების აღორძინება”, რომლის მიზანი იყო ადამიანთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და საბჭოთა იმპერიის მონობის უღლიდან საქართველოს გამოხსნა.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – მთავარი კომიტეტი (ირჩევა 2 წლით - 19 წევრი: ვაჟა ჟღენტი - თავმჯდომარე, იულონ ტულიაშვილი, თამაზ ქუთელია, ნათელა ხომერიკი, ჟუჟუნა გოგიაშვილი) – თავმჯდომარე (ირჩევენ 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.) წევრთა რაოდენობა: 2135, აქტიური – 325. 6 რეგიონალური და 21 რაიონური ორგანიზაცია.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა. 1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არავის უჭერდა.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს. პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს ნაწილობრივ. მაგალითად, მხარს უჭერს საგარეო პოლიტიკაში, ქვეყნის მოწყობის ფედერაციულ პრინციპებზე, ხოლო სამხარეო სტრუქტურა დროებით და აუცილებელ კომპონენტად მიგვაჩნია. მისამართი: თბილისი, წყნეთის ქ., 4ა კორპ. ოთახი 20.

ტელ.: 23 25 75.

საკონტაქტო პირი: იური ჟღენტი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9