ავ აკ ალ ამ არ აფ
ამი

ამირან ნადარაია

დაიბადა 1927 წ., მარტვილის რ-ნის სოფ. დიდჭყონში, ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 1951 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1956-1959 წ.წ. – საქართველოს რესპუბლიკური სანეპიდ-სადგური, სანეპიდ. განყოფილების გამგე, მთავარი ექიმის მოადგილე. 1959-1961 წ.წ. - თბილისის ჯანდაცვის სამმართველო, ექიმი-ინსპექტორი. 1961-1962 წ.წ. – თბილისის მე-11 პოლიკლინიკა, კარდიოლოგ-რენდგენოლოგი. 1962-1978 წ.წ. – თბილისის მე-7 კლინიკური საავადმყოფო, თერაპევტი. 1978-1991 წ.წ. – თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფო, კარდიოლოგიური განყოფილების გამგე, ხოლო 1991 წლიდან დღემდე – ამავე საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების კარდიოლოგიური განყოფილების გამგე. 1992-1994 წ.წ. – ბოგადანოვკის სანეპიდსადგურის სანიტარული ექიმი. 1994 წ. – ტყვარჩელის საქალაქო სანეპიდსადგური, მთავარი ექიმი. 1994-1996 წ.წ. – სოხუმის საქალაქო სანეპიდსადგური, მთავარი ექიმი. 1992 წ. აირჩიეს საქართველოს სახელმწიფოებრივ-ეროვნული მთლიანობის პარტია „სამშობლოს ფარის” თავმჯდომარედ. 1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, იყო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და აგრეთვე თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრი. 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, მარინე ნადარაია და 1 შვილი.

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ., 10, ბინა 3. ტელ.: 39 44 65; 93 47 66

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9