სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია (სსდპ)

პარტიის ლიდერი ჯემალ კახნიაშვილი

დევიზი: „ნივთიერი კეთილდღეობა როგორც დედაბოძი ადამიანის ცხოვრებისა; თავისუფლება - მთელი ერისა და თითოეული პიროვნებისა“

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: სელექციური პროტექციონისტული პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკის რადიკალური შეცვლა; სტრუქტურული პოლიტიკის გააქტიურება; ინსტიტუციური პოლიტიკის დამუშავება.

საგარეო პოლიტიკა: საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესების ცენტრის სიმძიმე მდებარეობს ევროპაში; კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება ყველა მეზობელ ქვეყანასთან; რუსეთთან დარღვეული პოლიტიკური, ეკონომიკური, მეცნიერული და კულტურული კავშირების აღდგენა. კავკასიის კონფედერაციისაკენ წინსვლა; აქტიური ნეიტრალიტეტი.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო 1999 წლიდან არის საერთაშორისო სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი მუდმივი სტუმრის სტატუსით, აღმოსავლურ-ევროპული ქვეყნების სოციალ-დემოკრატიული ფორუმის დამფუძნებელი წევრი. პარტია დაარსდა 1893 წ., პირველი რეგისტრაცის თარიღი უცნობია (რეგისტრაცია არ არსებობდა მეფის რუსეთში), ხელახალი რეგისტრაცია – 1990 წ., შემდეგ - 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: „მესამე დასის“ სახელწოდებით ეგნატე ნინოშვილი და ნოე ჟორდანია. 1989 წ. - მ. ბერიშვილი, გ.მუჩაიძე, ჯ.კახნიაშვილი, ვ.შუბითიძე, პ.დვალი, ზ.აბაშიძე, გ.წერეთელი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) - კომიტეტი (ირჩევა 2 წლით - 65 წევრი) – თავმჯდომარე (ფარული კენჭისყრით ირჩევენ 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.) - პოლიტიკური კოლეგია (ირჩევა 2 წლით - 21 წევრი: ჯემალ კახნიაშვილი - თავმჯდომარე, ზურაბ კოტრიკაძე - თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, როინ ციბაძე - რეგიონალური ორგანიზაციების თავმჯდომარე, გოჩა მოდებაძე - პრესცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ ველთაური - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ქრისტო კახნიაშვილი - ეკოლოგიის კომისიის თავმჯდომარე).

წევრთა რაოდენობა: 5800, აქტიური - 1000. 6 რეგიონალური (ჩამოყალიბების სტადიაში) და 50 რაიონული ორგანიზაცია. ახალგაზრდული ორგანიზაცია: ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატიული კავშირი, დაარსდა 1918 წ., გაერთიანებულია 1400 წევრი, არის იურიდიული პირი. ლიდერი: ზაზა შონია. მისამართი: თბილისი, 9 აპრილის ქ., 2, ტელ.: 99 95 22.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „ერთობა“, დაფუძნდა 1918 წ., გამოდის კვირაში ერთხელ, ტირაჟი: 1000, ფასი: 30 თეთრი.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 0,5%.

1990 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: სოციალ-დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება ქართველი ხალხის ცნობიერებაში.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 0,5%. პარტიას ჰყავდა 2 წარმომადგენელი პარლამენტში.

1992 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: სოციალ-დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება ქართველი ხალხის ცნობიერებაში.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია და სოციალ-დემოკრატები“, პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა პანტელეიმონ გიორგაძეს. პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის მიუღებელი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გატარების, კორუმპირებული და არაკომპეტენტური ხელისუფლების გამო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი - ამირან ტაკიძე, რწმუნებული -ავთანდილ ველთაური.

მისამართი: თბილისი, 9 აპრილის ქ., 2. ტელ.: 99 95 50; 99 95 22; 98 73 89; ფაქსი: 98 73 89.

საკონტაქტო პირები: ავთანდილ ველთაური, გოჩა მოდებაძე, იოსებ მენთეშაშვილი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9