დაიბადა 1951 წ. თბილისში, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ქიმიკოსი, მთარგმნელ-რეფერენტი. სამუშაო გამოცდილება: იყო „ნოვაია გაზეტა“-ს მთავარი რედაქტორი, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. 1990-1992 წ.წ. იყო თავისუფალ დემოკრატთა კავშირის თანათავმჯდომარე. 1992 წლიდან არის რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი (1994-1995 წ.წ. გამოკლებით). 1996 წლიდან არის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა ბლოკის „დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა ბლოკის „11 ოქტომბერი“ პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1995 წ.წ. იყო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო და აფხაზეთის საქმეთა კომიტეტების წევრი. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და გაერთიანებული რესპუბლიკური პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ელენე ხაინდრავა და 2 შვილი.
მისამართი: თბილისი, ჩიქოვანის ქ. 22, ბინა 38. ტელ.: 33 41 34, ფაქსი: 93 25 36,