სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს სოციალ-რეალისტური პარტია (სსრპ)

პარტიის ლიდერი გურამ ბეროზაშვილი

დევიზი: „რეალიზმი ყველგან და ყველაფერში“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საბაზრო ეკონომიკა სახელმწიფო რეგულირების ფარგლებში. სახელმწიფო და კერძო საკუთრების გათვალისწინებით. სახელმწიფო საკუთრებაში ძირითადი არტერიული წყაროების დაქვემდებარებაში (ნედლეული, ენერგეტიკა დაა.შ.)

საგარეო პოლიტიკა: ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია, კავკასიაში დაბალანსებული პოლიტიკა, საერთაშორისო სამართლის ნორმების დამკვიდრება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ავტონომიების შენარჩუნება, მხარეების გაუქმება

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 11.12. 1998 წ., პირველი რეგისტრაცია – 22.01. 1999 წ. დაარსების ინიციატორები: გ. ბეროზაშვილი, გ. ნოდია.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 4 წლით -7 წევრი) – თავმჯდომარე – გურამ ბეროზაშვილი (კენჭისყრით ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.).

წევრთა რაოდენობა: 6000, აქტიური -1500.რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები -ჩამოყალიბების სტადიაში. ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ახადგაზრდული სოციალ-რეალისტური პარტია. დაარსდა 22.01. 1999 წ., გაერთიანებულია 1200 წევრი, ჩამოყალიბების სტადიაშია. ლიდერი - ხათუნა ამყოლაძე.

ბეჭდვითი ორგანო: „ოცდამეერთე”. დაარსდა 17.03. 1999 წ. (ჩამოყალიბების სტადიაში), ტირაჟი – 1000.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული -უშანგი ბედიაშვილი.

მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ., მე-6 კვ., 16 კორპ. ტელ.: 30 06 05.

საკონტაქტო პირი: გურამ ბეროზაშვილი – თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9