ედ ერ
ერთ ერო

ეროვნული მრეწველობისა და ეკონომიკური აღმავლობის პარტია (მრეწველთა პარტია)

პარტიის ლიდერი ბესიკ ჯუღელი

დევიზი: „ძლიერი მრეწველობა, ძლიერი ოჯახები “

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვა, ეროვნული წარმოების სტიმულირება, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, გადასახადების სტრუქტურის გამარტივება, საგადასახადო განაკვეთების ოპტიმიზაცია, ინვესტიციების ხელშეწყობა.

საგარეო პოლიტიკა: კეთილმეზობლობა, რეგიონული უსაფრთხოება, ევროპული ინტეგრაცია, ნატო-სთან დაახლოება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 08.04. 1999 წ., პირველი რეგისტრაცია – 30.04. 1999 წ.

დაარსების ინიციატორები: ბესიკ ჯუღელი, ომარ მაისაშვილი, ემირ ჯუღელი, მარიამ მკალავიშვილი, ალექსანდრე ყარალაშვილი, ზურაბ დგებუაძე, ივანე ორჯონიკიძე, გია კაპანაძე, ზაურ ქართველიშვილი, ალექსანდრე სევასტოპულო, ლაშა ხოფერია, მარიკა ჯაბაური, თამარ კაციტაძე, ზაურ მელქაძე, ოლეგ ახობაძე. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 3 წელიწადში ერთხელ) – კომიტეტი (ირჩევა 3 წლით - 22 წევრი: ომარ მაისაშვილი - აღმასრულებელი მდივანი, ლაშა ხოფერია - პოლიტიკური მდივანი) – თავმჯდომარე - ბესიკ ჯუღელი (ირჩევენ 3 წლით).

წევრთა რაოდენობა: 11765, აქტიური - 580. 7 რეგიონალური და 44 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა მრეწველთა კავშირი. დაარსდა 1999 წ., გაერთიანებულია 280 წევრი, ჩამოყალიბების სტადიაშია. ლიდერი – ჯაბა ზარდიაშვილი. მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ., 112, ტელ.: 25 18 56. პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან დღეს სახელმწიფო ხალხისათვის კი არ არსებობს, არამედ იმ ჩინოვნიკისათვის, რომელიც ქრთამს იღებს.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. მართვის სისტემის გამარტივება 2. ბიუროკრატიული აპარატის შემცირება 3. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებების გაზრდა 4. ტერიტორიული მოწყობა – ასიმეტრიული რეგიონალიზმი – ძლიერი ცენტრი და ძლიერი რეგიონები 5. წარმოების ამუშავება, მეწარმეთათვის შეღავათიანი კრედიტების გაცემა 6. ძლიერი საბანკო სისტემის შექმნა 7. საგადასახადო სისტემის გამარტივება და გადასახადების შემცირება 8. საბაჟო გადასახადების სრულყოფა 9. ელექტროენერგიის წარმოება ადგილობრივი რესურსებით 10. მიწაზე კერძო საკუთრება (ყიდვა-გაყიდვის უფლებით) საქართველოს მოქალაქეებისათვის და სახელმწიფოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის 11. სხვადასხვა შეღავათებით იმ საწარმოთა მხარდაჭერა, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან.

მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ., 112, ტელ.: 95 24 44, 25 18 56,

E-mail: Margheri@access.sanet.ge

საკონტაქტო პირი: მარიამ მკალავიშვილი – მთავარი კომიტეტის წევრი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9