![]() |
![]() | |
პარტიის ლიდერი ზურაბ კვანტრიშვილი
პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული
საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: ლიბერალური საგადასახადო სისტემა. მეწარმეობის ხელშეწყობა. საქართველოში სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება და გაფართოება. საბაზრო ეკონომიკა. საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად ჩამოყალიბება.
საგარეო პოლიტიკა: მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან. ეკონომიკის
პრიორიტეტულობა საგარეო ურთიერთობაში. უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შექმნა. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო, საპარლამენტო პარტია დაარსდა: 05.02. 1999 წ., პირველი რეგისტრაცია – 02.04. 1999 წ.
დაარსების ინიციატორები: ზურაბ კვანტრიშვილი. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 4 წლით - 13 წევრი: ზურაბ კვანტრიშივლი – თავმჯდომარე, თამაზ შარაშენიძე – თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ პაიჭაძე, კლიმენტი სამხარაძე, გიორგი ქარსელაძე, თეიმურაზ დავითაშვილი, მერაბ ზარიძე, ნუგზარ მგელაძე, ჯემალ ვეფხვაძე, მერაბ კვანტრიშვილი, დავით ზურიკაშვილი, რევაზ კაკაურიძე, კოხტა ჭანტურიძე) – თავმჯდომარე (ყრილობაზე ღია კენჭისყრით ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.).
წევრთა რაოდენობა: 16000, აქტიური -4600. რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები – ჩამოყალიბების სტადიაში.
პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ქვეყანაში სტაბილურობის დამკვიდრების, მიწაზე საკუთრების ფორმის განხორციელების, სხვა ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის გამო.
მისამართი: თბილისი, სპ. კედიას ქ., 8. ტელ.: 96 80 13; ფაქსი: 96 80 13.
საკონტაქტო პირი: ზურაბ კვანტრიშვილი – თავმჯდომარე.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |