დაიბადა 1943 წ., თბილისში, ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1966 წ. დაამთავრა სპი, მეტალურგიული ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1966-1980 წ.წ. – კიბერნეტიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1980-1985 წ.წ. – ტელევიზორების ქარხანა, ოსტატი, საამქროს უფროსი, წარმოების უფროსი, დირექტორის მოადგილე. 1985-1987 წ.წ. – თელავის „მიონი“-ს ქარხანა, დირექტორი. 1987-1992 წ.წ. – ქარხანა „ჰიდრომეტხელსაწყო“, დირექტორი. 1992-1993 წ.წ. – მრეწველობის სამინისტრო, მინისტრი. 1993-1999 წ.წ. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1999 წ. აირჩიეს მრეწველთა პარტიის თავმჯდომარედ. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და „დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1995-1999 წ.წ. იყო ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ჰყავს მეუღლე, მარიკა ბარნოვა და 2 შვილი.
მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის ქ., 6, ტელ.: 22 04 24, მობილური: (877) 43 09 01, ფაქსი: 25 13 19