![]() |
![]() | |
დევიზი: „მართლმადიდებლობით, წინ უკეთესი მომავლისაკენ!“
პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე
საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: თავისუფალი, საბაზრო ეკონომიკა.
საგარეო პოლიტიკა: დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობები. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული სახელმწიფო სისტემის მოწყობა: კონსტიტუციური მონარქია
პარტია დაარსდა: 05.05. 1995 წ., პირველი რეგისტრაცია – 22.05. 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია -14.02. 1999 წ.
დაარსების ინიციატორები: პაატა საყვარელიძე და ვახტანგ ჩხეიძე.
ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) –კომიტეტი (ირჩევა 2 წლით -12 წევრი) -პრეზიდიუმი (ირჩევა 2 წლით -5 წევრი: ვახტანგ ჩხეიძე -თავმჯდომარე, ელენე კინწურაშვილი -თავმჯდომარის მოადგილე, ხვიჩია მინდიაშვილი -პოლიტ-მდივანი, კახაბერ თოდრია -აღმასრულებელი მდივანი, სიმონ ჯანელიძე -საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი) -თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.). წევრთა რაოდენობა: 1400, აქტიური -400.
2 რეგიონალური და 8 რაიონული ორგანიზაცია 1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1,1%, არ ჰყავდა წარმომადგენელი პარლამენტში.
1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: მართლმადიდებლობა, თავისუფალი, საბაზრო ეკონომიკა, დამოუკიდებლობის განმტკიცება.
1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს არავის უჭერდა.
პარტია არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მხარს მცდარი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამო.
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ., 21.
ტელ.: 98 31 86; ფაქსი: 98 31 88
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |