სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ღარიბთა დაცვის გაერთიანებული პარტია

პარტიის ლიდერი დავით ზეიკიძე

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია. საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება საბოლოო პროდუქციის შესაქმნელად შიდა და საერთაშორისო ბაზარზე გასატანად.

საგარეო პოლიტიკა: ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა. მონაწილეობა ნებისმიერი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში. საგარეო პოლიტიკა ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი ფორმირებისათვის, რომლებიც მოქმედებენ საყოველთაო კეთილდღეობისა და ურთიერთგაგების მისაღწევად და შესაქმნელად.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო, საპარლამენტო (საპარლამენტო რესპუბლიკა, აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით)

პარტია დაარსდა: 04.05. 1998 წ., პირველი რეგისტრაცია – 04.10. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: დ. ზეიკიძე, ვ. ტურაშვილი, ვ. დოყვაძე, გ. ნაზარბეგოვი, გ. ჩუგუაშვილი, შ. ბუქური.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 2 წლით - 15 წევრი: ლეილა ინჯგია, ვახტანგ ტურაშვილი, ვალერი დოყვაძე, მაია ბუბულაშვილი, ორმან კუტალია, გიორგი ნაზარბეგოვი, ნინო შარვაშიძე, ვალენტინ გოგიშვილი, თემურ დვალი, გივი ჩუგუაშვილი, თამაზ მარუაშვილი, ვალერიან ისაიშვილი, გია სააკაშვილი, იამზე ალავიძე, შოთა ბუქური) – თავმჯდომარე - დავით ზეიკიძე (ყრილობა კენჭისყრით ირჩევს 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.).

წევრთა რაოდენობა: 30000, აქტიური - 1250. 6 რეგიონალური და 24 რაიონული ორგანიზაცია

ახალგაზრდული ორგანიზაცია: ღარიბთა დაცვის გაერთიანების ახალგაზრდული კავშირი. დაარსდა 1998 წ., გაერთიანებულია 2500 წევრი, არ არის იურიდიული პირი. ლიდერი - დავით ქობალაშვილი. მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 14. ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი “ღარიბთა ხმა”, გამოდის თვეში ერთხელ.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტია რეგისტრირებულია.

მისამართი: თბილისი, კოსტავას 14. ტელ.: 98 87 61

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9