სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (სღკ)

პარტიის ლიდერი ზაზა სიხარულიძე

დევიზი: „ქართველთა ძალა და ხსნა თვით ქართველთა ხელთაა, ქართველთა ერთობაშია“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრება.

საგარეო პოლიტიკა: პროდასავლურ-ამერიკული ორიენტაცია. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა 1989 წ., პირველი რეგისტრაცია – 1992 წ.დაარსების ინიციატორები: ზაზა სიხარულიძე

ორგანიზაციული სტრუქტურა: საერთო-პარტიული

კონფერენცია (მოიწვევა წელიწადში ერთხელ) – პოლიტიკური საბჭო (ირჩევა 4 წლით - 7 წევრი: ზაზა სიხარულიძე – თავმჯდომარე, ნონა კენჭუაშვილი - სპიკერი) - თავმჯდომარე (ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1989 წ.).

10 რეგიონალური და 40 რაიონული ორგანიზაცია.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „ღვთისშვილი”. დაარსდა 1991 წ., გამოდის კვირაში ერთხელ, ტირაჟი - 10000, ფასი - 50 თეთრი.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში სახალხო პარტიასთან ერთად, პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში ჰყავდა 2 წარმომადგენელი.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია მონაწილეობდა.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს. პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი, რწმუნებული პარტიას ჰყავს.

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 144. ტელ.: 94 01 62; ფაქსი: 94 01 62;

E-mail: iunona@iberiapac.ge

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9