სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს კონსერვატიული პარტია

პარტიის ლიდერი გიორგი კარტოზია

დევიზი: „არც ერთი შეუსრულებელი დაპირება“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: კერძო საკუთრება, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა და გარკვეული დარგების პროტექციონიზმი.

საგარეო პოლიტიკა: რეგიონალური პოლიტიკის გააქტიურება. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაფიქსირება მოდელში ჩრდილოეთი-სამხრეთი (სწრაფვა ჩრდილოეთისაკენ). სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: კონსტიტუციური მონარქია

პარტია დაარსდა 1995 წ., პირველი რეგისტრაცია - 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ. დაარსების ინიციატორები: გოჩა ჯოჯუა, მამული ჟღენტი, გოგი წულაია, გიორგი კარტოზია, ემზარ სოკუროვი. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) - დარბაზი (ირჩევა 2 წლით - 11 წევრი: გიორგი კარტოზია - თავმჯდომარე, მამული ჟღენტი, გიორგი წულაია, თემურ კობახიძე, ზაზა ხაფავა, გაგი ტალიაშვილი) - თავმჯდომარე (ირჩევა 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.).

რეგიონალური საბჭო (ირჩევა 2 წლით – 66 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 2600, აქტიური - 700. 7 რეგიონალური და 42 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: ახალგაზრდა კონსერვატორები, დაარსდა 1999 წ. გაერთიანებულია 600 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი: გოგა ხეთაგური. მისამართი: თბილისი, საბადურის ქ., 32.ტელ.: 72 44 73

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 0,51%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: კერძო საკუთრება, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, მიწის პრივატიზება საკუთრების ყველა ფორმის დაცვით.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, რადგან არ ეთანხმებოდა საარჩევნო სისტემას.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია არავის უჭერდა მხარს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ეროვნული ეკონომიკის არასწორი მართვისა და სოციალური პოლიტიკის არასწორი განხორციელების გამო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – ზურაბ ცინცქალაძე, რწმუნებული – გაგი ტალიაშვილი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. ტერიტორიული პრობლემების მოგვარება 2. საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია 3. ადგილობრივი მრეწველობის განვითარება 4. სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევა 5. კორუფციასთან ბრძოლა 6. ადამიანის უფლებათა დაცვა. მისამართი: თბილისი, საბადურის ქ., 32, ტელ.: 72 44 73

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9