ძმ
ძმმ

„ძმობა, ერთობა, თავისუფლება“ („ძეთ“)

პარტიის ლიდერი კახა ხანდოლიშვილი

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: პარტია მხარს უჭერს სახელმწიფოს აქტიურ როლს ქვეყნის ეკონომიკის მართვაში.

საგარეო პოლიტიკა: პროდასავლური პოლიტიკა, ყველა მეზობელთან კეთილი და ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების დამყარება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო

პარტია დაარსდა: 29.05. 1999 წ., პირველი რეგისტრაცია – 09.07. 1999 წ.

დაარსების ინიციატორები: კახა ხანდოლიშვილი, ლევან გუჯაბიძე, ირაკლი შავშიშვილი, დიტო წვერავა, დათო გოგოლაშვილი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (აირჩევა 4 წლით - 12 წევრი: კახა ხანდოლიშვილი – თავმჯდომარე, ლევან გუჯაბიძე, დათო გოგოლაშვილი, თამარ ვაწაძე, ირაკლი შავშიშვილი, დიმიტრი წვერავა) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.).

წევრთა რაოდენობა: 1800, აქტიური - 200.რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები (ჩამოყალიბების სტადიაში).

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის მე-3 მ/რ, I კვ., მე-11 კორპ., ბინა 20. ტელ.: 32 94 99.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9