ედ ერ
ედი ედუ

ედუარდ შევარდნაძე

დაიბადა 1928 წ. ლანჩხუთის რ-ნის სოფ. მამათში, ისტორიკოსი, ბოსტონის, ჰარვარდის, ატლანტის, ლოს-ანჟელესის, პროვიდენსის (აშშ), ტრიესტის (იტალია) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1946 წლიდან - სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე. 1957 წლიდან საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. 1961-1962 წწ. - კომპარტიის მცხეთის რაიკომის პირველი მდივანი. 1963-1964 წწ. - კომპარტიის თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი. 1964-1965 წწ. - საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 1965-1972 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წლიდან ჯერ საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, შემდეგ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. 1985-1990 წწ. - სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი. 1992 წ. მარტიდან - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. 1992 წ. ოქტომბრიდან - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარედ. 1995 წ. 14 ნოემბრიდან - საქართველოს პრეზიდენტი.
ჰყავს მეუღლე, ნანული შევარდნაძე და 2 შვილი.
Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9