დაიბადა 1927 წ. დუშეთის რ-ნის სოფ. შუაფხოში, მხატვარი-მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი. 1953 წ. დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: სისტემატურად მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მხატვართა კავშირის მდივანი, მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, გახდა პარლამენტის წევრი, იყო ფრაქცია „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ წევრი, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე, გულნაზი ლორთქიფანიძე და 2 შვილი.
მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ., 151, ტელ.: 32 21 95.