ნა ნე ნო ნუ
ნოდ

ნოდარ ნათაძე

დაიბადა 1929 წ. თბილისში, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 1952 წ. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1957-1963 წ.წ. – საქ. მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი. 1963-1969 წ.წ. – საქ. მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი. 1969 წლიდან დღემდე - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი, განყოფილების გამგე. 1995 წლიდან არის საქართველოს ეროვნული სახალხო ფრონტის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, გახდა პარლამენტის წევრი, იყო ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის“ თავმჯდომარე. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, იყო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი. 1992-1995 წ.წ. იყო თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდომარე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ნანა ნათაძე და 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, ფანასკერტელის ქ., მე-16 კორპ., ბინა 57. ტელ.: 98 16 32

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9