პა პე პო
პოლ

პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ („მგს“)

პარტიის ლიდერი გოგი თოფაძე

დევიზი: „გადავარჩინოთ მრეწველობა – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და მისი დაწყების ხელშემწყობი პირობების შექმნა. ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა. საგადასახადო ადმინისტრირების მაქსიმალური გამარტივება. ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრა. ეფექტური საკრედიტო სისტემის დამკვიდრება.

საგარეო პოლიტიკა: საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს კაცობრიობის წინაშე მდგარი გლობალური პრობლემების გადაჭრაში, აქტიურად იღვაწოს, რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლის ერთა თანამეგობრობაში. ამისათვის მზად ვართ ინტენსიურად ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანასწორუფლებიანობის პრინციპისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ასიმეტრიული რეგიონალიზმის პრინციპი (ტერიტორიული მოწყობის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ და ისტორიულ-კულტურულ რეალობებს. არსებული ავტონომიების გათვალისწინება)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: შერეული სისტემა (პრეზიდენტი ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას და საგარეო პოლიტიკას. პრემიერ მინისტრი და მთავრობა კონცენტრირებულია საშინაო პოლიტიკის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე)

პარტია დაარსდა 14.04. 1999 წ., პირველი რეგისტრაცია - 1999 წ. აპრილი ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4

წელიწადში ერთხელ მაინც) – კომიტეტი (ირჩევა 4 წლით - 21 წევრი: გიორგი თოფაძე - თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე - თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ბეჟანიშვილი - ორგანიზაციული მდივანი, გია ჟორჟოლიანი - საზოგადოებრივი მდივანი) – თავმჯდომარე (4 წლით ირჩევს ყრილობა, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.)

წევრთა რაოდენობა: 94000, აქტიური - 8900 რეგიონალური და რაიონური ორგანიზაციები ყველა რეგიონში და რაიონში.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: ჩამოყალიბების სტადიაშია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული – თამაზ დიასამიძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პრემიერ მინისტრის პოსტის შემოღება. პრეზიდენტი პასუხს უნდა აგებდეს ქვეყნის სტაბილურობაზე, მის ერთიანობაზე და უსაფრთხოებაზე, განვითარების საერთო კურსის დაცვაზე. მკვეთრად უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული აპარატი და ამავე დროს გაიზარდოს სახელმწიფო მოხელის ხელფასი. უნდა შეიცვალოს ბიუჯეტის ფორმირების, განხილვის და განხორციელების პრინციპები. უნდა განისაზღვროს საერთო საქვეყნო ინტერესები და რეგიონების ინტერესები. უნდა დამკვიდრდეს რეალური თვითმმართველობა. ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება. საბაზრო ეკონომიკა – ცივილიზებული და არა ველური. უნდა შეიზღუდოს სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკის მიმდინარე ფუნქციონირებაში და ამავე დროს გაიზარდოს მისი როლი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში. უნდა შეიქმნას ახალი საგადასახადო კოდექსი, დაწესდეს საგადასახადო შეღავათები ბიზნესის დაწყების გასაადვიებლად და სამამულო წარმოების პრიორიტეტული დარგების განსავითარებლად, განისაზღვროს მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის სპეციალური მხარდამჭერი და მასტიმულირებელი ზომები. უნდა წახალისდეს ეკონომიკური აქტივობა საქართველოს რეგიონებში, რომელთა ეკონომიკური აღორძინება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს. გადაისინჯოს საერთაშორისო კრედიტების და ვალების აღების სისტემა და გაკონტროლდეს ადრე აღებული ვალების და კრედიტების ბედი.

მისამართი: თბილისი, ბარნოვის ქ., 69, ტელ.: 23 53 35, 29 49 11, 29 43 31

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9