ბა ბე ბზ ბნ ბო
ბაგ ბაზ ბამ ბატ ბაყ

ბაზაზხანა

ასე ეწოდებოდა მაუდით, ჩითით, ფარჩით, ბამბითა და მატყლით მოვაჭრეთა დუქნების რიგს. ფეოდალურ თბილისში ორი ბაზაზხანა იყო. დიდი ბაზაზხანა ანუ ზემო ბაზაზხანა აწინდელი ლესელიძის ქუჩის იმ მონაკვეთზე მდებარეობდა, რომელიც სიონის ქუჩის პარალელური იყო, ენგელსის ქუჩასთან გადაკვეთის ადგილიდან დაახლოებით სიონისა და ერეკლეს ქუჩაბის თავშეყრამდე. ამ შესაყარზე ე.წ. ჩორსუ–ბაზარი მდებარეობდა. მცირე, ანუ ქვემო ბაზაზხანა კი თათრის (დღევანდელი გორგასალის) მოედნის სიახლოვეს იყო, იმ ქუჩაზე, რომელიც „ბამბის რიგის“ სახელით არის ცნობილი. მე–19 საუკუნეში თბილისში კიდევ ერთი „ახალი ბაზაზხანა“ გაჩნდა ე.წ. „ბნელ რიგებში“ (აწინდელი შარდენის ქუჩა).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9