ბა ბე ბზ ბნ ბო
ბეთ ბერ ბეჰ

ბეჰბუდას ბაღი

ამ სახელწოდებით აქვს აღნიშნული ვახუშტი ბატონიშვილს კედლით შემოზღუდული ბაღი გარეთავლაბრის ჩრდილო–აღმოსავლეთით.

მე–17 საუკუნის შუა ხანაში მეფე როსტომმა ზარაფთუხუცესობა უბოძა თბილისში მცხოვრებ მდიდარ ვაჭარს ხოჯა ბეჰბუდას, ე.ი. იჯარით გადასცა ზარაფხანა. ხოჯა ბეჰბუდა ბებუთაშვილების გვარის დამაარსებელია. მასვე ეკუთვნოდა ავლაბარში სასაფლაო ეკლესიით (ე.წ. „ხოჯავანქში“). სასაფლაოს გვერძე ბეჰბუდას ბაღი გაუშენებია. მოსარწყავი წყალი მეფის თანხმობით მახათის მთიდან გამოუყვანია. ბაღის სამხრეთ–აღმოსავლეთიდან ლილოსკენ მიმავალი შარაგზა ჩაუდიოდა, ხოლო ჩრდილო–დასავლეთით ხევი საზღვრავდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9