აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
აბა

აბას-საბადის მოედანი

მე-19 საუკუნეში კავკასიის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო რუსეთის მეფისნაცვლისა და ჯარის სარდლობის ადგილსამყოფელი. თბილისის ზოგიერთ მოედანს ზოგჯერ რუსი ჯარის მიერ დალაშქრულ ციხესიმაგრეთა სახელებს უწოდებდნენ ხოლმე. ასე გაჩნდა აბას-აბადის (აწინდელი ალავერდოვის) მოედანი, რომელიც 1827 წელს პასკევიჩის სარდლობით სპარსეთის ამავე სახელწოდების ციხესიმაგრის დაპყრობის აღსანიშნავად მისივე სახელი უწოდეს. აქ ერთ დროს რუსი ჯარის ჰაუპტვახტი იყო, სადაც ღამე გაუთევია მ. ლერმონტოვს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9