მე–19 საუკუნის თბილისში მრავალი მხრიდან ჩამოსული ვაჭრები გასაყიდად ჩამოტანილ საქონელს ქარვასლების საწყობებში აბინავებდნენ, ხოლო პირუტყვისათვის საგანგებო ადგილები იყო გამოყოფილი ქარვასლების სიახლოვეს. პირუტყვის გასაჩერებელ ვრცელ ადგილს წარმოადგენდა ე.წ. „ბზის (თივის) მოედანი“ ან „ბაზარი“ «Сенний базар»). მოედანი მდებარეობდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე რიყის სამხრეთ ნაწილში სირაჯხანის სიახლოვეს, ავლაბრის ხიდთან. ხიდის ორთავ ბოლოში ქარვასლები იდგა. მოედანზე გასაყიდად მომარაგებული იყო თივის ზვინები, საიდანაც მოდის ადგილის სახელწოდებაც. ანალოგიური სახელწოდების ადგილები რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებშიც იყო, კერძოდ – პეტერბურგში.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.