ბა ბე ბზ ბნ ბო
ბნე

ბნელი რიგი

ბნელი რიგი («Темный ряд») ძველი თბილისის ერთ–ერთი სავაჭრო ქუჩათაგანი იყო, რომელიც თათრის მოედანზე გადიოდა და მას სიონის ქუჩას უკავშირებდა. ერთ დროს ვიწრო ქუჩა გადახურული ყოფილა და ამიტომ ერქვა «ბნელი“. მას „დახურულ ბაზარსაც“ უწოდებდნენ. დღეს იგი შარდენის ქუჩაა. გვიანფეოდალურ ხანაში აქ მექვაბების რიგი იყო, ხოლო მე–19 საუკუნეში ახალი ბაზაზხანა (ფართლეულით მოვაჭრეთა დუქნების რიგები) განვითარდა. დახურული ბაზაზხანა–ბნელი რიგი მე–20 საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა. ბაზაზხანა „...ეხლა ლომფინ აყრილია, აღარ არის დახურული“1. (ი. გრიშაშვილი, საიათნოვა, თბილისი, 1918, გვ. 11).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9