ბა ბე ბზ ბნ ბო
ბოშ

ბოშის უბანი

ფეოდალურ თბილისში ცალკეული უბნების სახელები უმეტესად აიხსნება ან ამ უბანში განლაგებული ეკლესიის სახელწოდებით (ანჩისხატის, სიონის უბნები_ ან სარწმუნოებრივი ნიშნით (ურიათა უბანი, ფრანგთა უბანი), ან აქ მცხოვრებთა ვინაობით (ცოცხალაანთ, ფირყულაანთ, მუხრანბატონის) მე–18 საუკუნისა და მე–19 საუკუნის დასაწყისის საბუთებში მოიხსენიება ბოშის უბანიც, ამასთან ზოგჯერ მითითებულია ამ უბანში განლაგებული სახლის მეპატრონეებიც: „ბოშის შვილი სოსია“ ან „ბოშა მურადაანთ სახლი“. (მ. ბერძენიშვილი, თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბილისი 1965 გვ. 50). სხვადასხვა მინიშნების თანახმად, ბოშის უბნის მდებარეობა საგულისხმოა იმდროინდელი თბილისის გარეთუბანში, დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე დიდი საცხოვრებელი სახლის ადგილზე.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9