და დე დი
დაბ დამ

დაბა(ღ) ხანა

შუა საუკუნეების თბილისში დაბაღების (მეტყავეების) საწარმოები განლაგებული იყო წავკისისწყლის ქვედა დინებაზე, მის შესართავთან მტკვართან. დღეს წავკისისწყლის ქვემო წელი მილებშია მოქცეული (გორგასალის მოედნის სამხრეთ–აღმოსავლეთით, აბანოების უბანში). დაბაღები აქ ტყავს ალბობდნენ და გამოსაქნელად ამზადებდნენ. ტყავის წარმოება თბილისში უძველესი დროიდან მოდის. დაბაღების რიგების ადგილმდებარეობის გამო წავკისისწყლის ქვემო წელს და მიმდებარე მცირე ტერიტორიას „დაბახანა“ უწოდეს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9