და დე დი
დაბ დამ

დაბლა კარი

ასე უწოდებდნენ თბილისის გალავნის ჩრდილოეთის კედლის ერთ–ერთ კარიბჭეს, რომელიც მტკვართან უშუალო სიახლოვეს იყო განლაგებული. მას სხვა სახელებიც ჰქონდა. „წყლისკარი“, „ქვემო კარი ხიდით“ (ვახუშტი ბაგრატიონი). იგი მდებარეობდა იმ ადგილას, სადაც დღეს შავთელის ქუჩა გადის ბარათაშვილის ქუჩაზე. მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში, ერეკლე მეორის ზეობის ხანაში, თბილისის ფორტიფიკაციული ნაგებობების შეკეთებისას კარიბჭე გააუქმეს. სახელწოდება აიხსნება იმ გარემოებით, რომ იგი ამ მხარეს გამოსული სხვა (მოედნის, დიღმის, კოჯრის) კარიბჭესთან შედარებით დაბლა იმყოფებოდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9