და დე დი
დიდ დირ დიღ

დიღმის გზა

ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესო იყო თბილისის არსებობის მთელ მანძილზე. მისი მეშვეობით თბილისი უკავშირდებოდა საქართველოს მრავალ კუთხეს, ჩრდილოეთ კავკასიას.

თბილისიდან დიღმისაკენ გზა ორი კარიბჭედან მიემართებოდა. ერთი მათგანის საწყისი დიღმის კარი იყო (ამჟამინდელი პუშკინის და ვერცხლის ქუჩების გადაკვეთაზე), მეორე კი – კოჯრის კარი (ახლანდელი ლესელიძის ქუჩის ლენინის მოედანთან შერწყმის ადგილზე). დიღმის კართან გზა, დაახლოებით დღევანდელი ძნელაძის ქუჩის დასაწყისის ხაზს მისდევდა, ზემოდან უვლიდა ასპარეზს (კომუნარების ბაღის ქვედა ბაქანს, აწინდელი ჯორჯიაშვილის ქუჩის სწვრივად უხვევდა რუსთაველის პროსპექტისკენ და აქ (სასტუმრო „თბილისის“ სიახლოეს) უერთდებოდა კოჯრის კარიდან რუსთაველის პროსპექტის გაყოლებით წამოსულ გზას. შემდეგ გზა მიჰყვებოდა დღევანდელი რუსთაველის პროსპექტის და ლენინის ქუჩის ხაზს, კვეთდა რამდენიმე ხევს, ხიდით გადადიოდა მდინარე ვერეზე, კვლავ ლენინის ქუჩისა და შემდეგ სააკაძის მოედნის სწვრივად მიდიოდა, მკვეთრად ჩადიოდა მტკვრისკენ და აღმა აუყვებოდა მდინარის მარჯვენა ნაპირს (გვიან ეს გზა საქართველოს სამხედრო გზის ნაწილი გახდა).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9